About us

ჩვენი წარმოება
ჩვენს წარმოებაზე და მის ისტორიაზე საუბარს, მართებული იქნება თუ დავიწყებთ სერგო თანდილაშვილით. მან ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ოჯახურ ბიზნეს, იყო და არის მთავარი სპეციალისტი მეფუტკრეობის დარგში. დაიბადა 1947 წელს, 1969 წლიდან როდესაც იგი ჯარიდან ჩამოდის (გერმანიიდან) იწყებს მეფუტკრეობის შესწავლას ხაშურში. სწავლის დამთავრებასთან ერთად, ფშაველში აყალიბებს მეფუტკრეობას კოლმეურნეობისთვის. უვლიდა 300 სკას, 3 დამხამრესთან ერთად. შემდგომ წლებში უკვე სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა თავისი მეორე სპეციალობით (ზოო ინჟინერი). ხოლო 1980 წლიდან მეუღლესთან, ნინო კობიაშვილთან ერთად იწყებს საკუთარი ფუტკრის, სკების, სკების სატარებელი ლაფეტების, შესყიდვას. შემდეგ კი ნელ-ნელა ანვითარებენ მეურნეობას, რომელიც რამოდენიმე სკით დაიწყეს, სამი ვაჟიშვლის დახმარებით. კომპანიის სახელი „ლილე“ ნიშნავს მზეს, მზის ღმერთს სვანურ მითოლოგიაში, კომპანიის დირექტორი ლევან თანდილაშვილი განმარტავს: "როგორც მზე გვათბობს გვავსებს სითბოთი და საჭიროა სიცოცხლისთვის, ასევე აუცილებელია თაფლი მასში შემავალი ვიტამინების გამო, ადამიანის ორგანიზმისთვის". სწორედ ამიტომ უწოდა მან კომპანიას ეს სახელი. უნდა აღინიშნოს რომ, კომპანია „ლილე“ გთავაზობთ მხოლოდ საკუთარი წარმოების ნატურალურ პროდუქტებს.
What We Offer
1
ნატურალური თაფლი
გთავაზობთ უამღლესი ხარისხის თაფლს, რაც ათწლეულების შედეგად მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება. დამატებითი საკვები არ შეგვაქვს ფუტკართან ღალიანობის (როცა ყვავის: ცაცხვი, აკაცია და სხვა) დროს. შესაბამის დროს ფუტკარი იქ გვყავს სადაც ყვავის ყვავილები: ცაცხვი, აკაცია, ძიძო, დეკა და ა.შ. ამასთავანე ფუტკრის სწორი მოვლა, ჩარჩოების დროული გამოცვლა უზრუველყოფს ჩვენი თაფლის მაღალ ხარისხიანობას.
2
მიწოდება
ჩვენ გვაქვს უფასო მიწოდების სერვისი ქ. თბილისის მასშტაბით. უბრალოდ უნდა დაგვირეკოთ, შეგვითანხმოთ შეკვეთის დრო და ადგილი. ჩვენ უმოკლეს ვადაში მოგაწვდით თქვენს მიერ შერჩეულ პროდუქტს.
Our Team

Levan Tandilashvili
Founder and CEO.

David Kalandadze
Technical Manager.

Sergo Tandilashvili
Productio Maager.

Nino Abashvili
Staff.

Nino Kobiashvili
Sale Manager.

David Tandilashvili
Provider.